ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის​ ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია​

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის​ ერთ-ერთ მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების ინფორმაციაში.

მსგავსი თემები