,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია”- ნინო ლომჯარია

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის,”- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

„ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე, შევხდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ საკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ ერთი შეხედვით, მახსოვს, როგორი იყო შარშან, იანვარში ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის.

ექიმი ამბობს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლაა. ექიმი ამას უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. მას შემდეგ სააკაშვილს ემოციურ ფონზე მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა. ცოტას ჭამს, არასაკმარისად იკვებება.

ასევე, ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს უკვე ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ ის არ არის ჯანმრთელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები