“დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის” – გიორგი გახარია

“დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები