“როდესაც აყვანილია მძევალი, არსებობს მსოფლიო სტანდარტი, ამ გეგმით ვიმოქმედეთ – ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც საქართველოს” – ვახტანგ გომელაური

ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია. ვთქვათ – დაწყება, შესვლა, არ შესვლა, ესაა ჩვეულებრივი და ჩვენც ამ გეგმით ვიმოქმედეთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მძევალი, როდესაც აყვანილია, ოპერაციას აქვს წესები და სტანდარტი, რომელიც საქართველოს და ვახტანგ გომელაურის მოგონილი არ არის.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ექსპერტი გამოდის და ამბობს: ეს ასე არ შეიძლება. მძევალი, როდესაც აყვანილია, მას აქვს წესები, ესაა მსოფლიო დადგენილი წესები, სტანდარტი, ეს არც საქართველოსი და არც ვახტანგ გომელაურის მოგონილია. ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია, ვთქვათ – დაწყება, შესვლა, არ შესვლა, ჩვეულებრივია და ჩვენც ამ გეგმით ვიმოქმედეთ. ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც სამხარაულის უფროსს”, – განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე დღეს, ქობულეთში მომხდარი ძარცვა აღნიშნული საქმის მიმბაძველობა ხომ არ იყო, გომელაურმა განაცხადა, რომ ქობულეთში მომხდარი ძარცვა ჩვეულებრივი ხასიათისაა, რადგან გარეთ მოხდა ძარცვა და ბანკში შევარდნას ადგილი არ ჰქონია.

“მსგავსი ტიპის ღმერთმა დაგვიფაროს, ესაა ჩვეულებრივი ძარცვა, გარეთ მოხდა ძარცვა, ეს არ არის ბანკში შევარდნა”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

მსგავსი თემები