საავადმყოფოდან ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გადმოვარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს.

„დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – ვკითხულობთ  განცხადებაში.

მსგავსი თემები