ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ხმაურია ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიიასთან. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სადაც საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს ადგენს საყვირებითა და ტრანსფარანტებით არიან შეკრებლნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“ჩვენ მოვუწოდებთ საოლქოს, ამხელა ტვირთს, ივანიშვილის სიბინძურის ტვირთს ნუ აიღებენ თავიანთ მხრებზე. გონიერებას მოუხმონ და საერთოდ არ შეადგინონ ეს შემაჯამებელი ოქმი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამ ოქმს არ ცნობს და ითხოვს ჟვანიას გადაყენებას, ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მოვუწოდებთ ნუ გააკეთებენ ამას, რაც გააკეთეს იკმარონ. ხალხის რისხვა არ აცდებათ, ამიტომ, კიდევ არ მემეტება ეს ადამიანები იმ რისხვისთვის, რაც მათ ელოდებათ.

მოვუწოდებთ, ივანიშვილის მონებად ნუ იქცევიან და მთლად ნუ გააფარჩაკებენ ამ ქვეყანას. ეს ქვეყანა მარტო მათი არ არის, ყველასია და ხალხი არ აპატიებს ამას. ჩვენ უკან დამხევი არცერთი არ ვართ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება ქვეყანაში და ხალხის ნებას ვერავინ ვერ აღუდგება წინ.  ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ხალხის რისხვას და ესენიც არ იქნებიან გამონაკლისები. რაც არ უნდა ენა აჭარტალონ ამათმა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მხდალები არიან. ვიცით რა აქვთ გაკეთებული და სულ მალე ამათი დაბოლოება იქნება,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

მსგავსი თემები