აქციას „ქრთული ოცნების“ ყოფილი საგარეო მინისტრიც შეუერთდა

საპროტესტო აქციას, რომელიც ამ წუთებში მსვლელობით გრძელდება, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი – პაპუნა ჯანელიძეც შეუერთდა. ჯანელიძე აქციაზე ოჯახთან ერთად გამოჩნდა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან და სურთ პარლამენტს წრე დაარტყან.

„კი ევროპას – არა რუსულ კანონს“ – ასეთია აქციის სლოგანი. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები