„ბოლო ჟამია… შევარცხვინე“ – ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ალეკო ელისაშვილი მმართველო გუნდის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ბოლო ჟამია.

„სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრ-აქციას აწყობს. ოპოზიცია რომ აქციებს მართავს, ეს ნორმალური პროცესია. დამოუკიდებლობის 30 წლისთავს დააკვირდით, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ბოლო ჟამია. ასე ხდებოდა, როდესაც შევარდნაძემ გამოიყვანა ხალხი, სააკაშვილმაც“ – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით,  საჯარო მოხელეების „ნახირივით ერეკებიან“.

„როდესაც ხელისუფლებები ძალაუფლებას კარგავენ, გამორეკავენ ნახირივით საჯარო მოხელეებს, აშინებენ, ზეწოლას ახდენენ. ეს არის აბსურდი. ნორმალურ ვითარებაში როგორ შეიძლება ხელისუფლებამ აქცია გაუმართოს მოქალაქეებს. თან როგორ? აქ, ამ აქციაზე, ვინ არის ფულით, ან ძალით მოყვანილი? ასეთი აქცია შევარცხვინე! ხელისუფლება ვეღარ ეყრდნობა ხალხს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს”, – ამბობს ელისაშვილი.

 

მსგავსი თემები