„ქუჩა არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავრში“ (ვიდეო)

„ჩვენ მთავარი, რაც პრობლემა გვაქვს არის ის, რომ არაფრის გარკვევა არ შეგვიძლია, არ არსებობს ისეთი ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ორივე მხარე ვენდობით“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ გირჩის ერთ – ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსი თვლის, რომ როცა საქმე ვერ გვარდება სასამართლოში პოლიტიკურ სახეს იღებს.

„გირჩს“ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქუჩა დემოკრატიული პროცესის ნაწილია:

“ყოველთვის მივდივარ სალაპარაკოდ, თუ არ მომეწონება მერე ვიტყვი, რომ ვერ გავიგე, ან არ მომეწონა, ისეთი რამე შემომთავაზეს რაც არ მომწონს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დიალოგზე უარის თქმა. შედეგი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში. მე ქუჩაში პრობლემას კი ვერ ვხედავ, ქუჩა არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ქუჩამ ხელი უნდა შეუწყოს მოლაპარაკების პროცესის დაჩქარებას და ფაქტობრივად კატალიზატორია, იმიტომ რომ ყველა ხედავს, ქუჩა რისკია ორივე მხარისთვის, შესაბამისად, შენ თუ გიჟი არ ხარ და რისკის აცილება გინდა, ლაპარაკი ერთადერთი საშუალებაა,” – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა, “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები