“წყალტუბოს საოლქო კომისიის სხდომა კოვიდინფიცირებული წევრი ესწრება” – “ნაციონალური მოძრაობა”

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, წყალტუბოს საოლქო კომისიის სხდომას კოვიდინფიცირებული წევრი ესწრება.

მარინა შალამბერიძეის თქმით, კომისის თავმჯდომარემ ოქმში ცვლილებების შესატანად  სხდომაზე  გამოიყვანა კომისიის წევრი, რომელსაც მათი ინფორმაციით, კორონავირუსი აქვს.

“სხდომაზე ასევე იმყოფება ტემპერატურიანი ადამიანი, ის კორონავირუსის ტესტზე პასუხს ელოდება. ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან სხვა წევრებს, თუმცა სხდომა გრძელდება,”-აცხადებს მარინა შალამბერიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

მსგავსი თემები