“მიმართეთ ექიმს, სანამ უკიდურესად დამძიმდება პაციენტი და სარეანიმაციო გახდება” – თენგიზ ცერცვაძე

„მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია,“ – ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კოვიდინფექციის არ სჯერა. როგორც ის განმარტავს, ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა სახიფათოა, რის გამოც, ის მოსახლეობას აფრთხილებს, პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მედიკოსებს მიმართონ.

„სამწუხარო რეალობაა საქართველოში, ახლაც კი, როცა ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა.

ისევ მივმართავ იმ პაციენტებს, იმ ავადმყოფებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს, ან არ ჰქონია მცდელობა, თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება, ეს თვითონ მოსახლეობის და პაციენტის პასუხისმგებლობაა. ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება.

მე მივმართავ, ვთხოვ, მოსახლეობას, ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ეს იქნება ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, ან ვთქვათ, მეზობლების, ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, ძირითადად, თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს. თუ ისინი ვერ დაუკავშირდებიან 112-ს, თუ ვერ დუკავშირდებიან თავისი ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, საიტია შემქნილი სპეციალური, სადაც სხვა ნომრებიც წერია, თუ როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ან ონლაინექიმებს, ან უკვე მოხალისე ექიმები გამოჩდნენ, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ ტელეფონის ნომრებს, რომ დაუკავშირდნენ და დაეხმარონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები