“ხელისუფლება სიტყვა დიალოგს უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს” – გიგი უგულავა

ოპოზიციური სპექტრი სამოქმედო გეგმაზე შიდა კონსულტაციებს აგრძელებს. დაანონსებულ აქციამდე სამი დღით ადრ, სხვადასხვა პარტიების შეხვედრას “ლელო” მასპინძლობს.

უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შედეგი შესაძლოა მოჰყვეს ოპოზიციის იმ პოლიტიკურ სვლას, რომელიც უკავშირდება მანდატებზე უარის თქმას და ქუჩის აქციებს.

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება სიტყვა დიალოგს, იცის რა, რომ ამ სიტყვას რაღაც მაგიური მნიშვნელობა აქვს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დადებითად რეაგირებენ, უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს. დიალოგი, დიალოგი, მაგრამ ამის უკან, ჯერჯერობით, შინაარსი არაფერი არ დევს. ამის უკან დგას ძალადობა და დაჭერების, მუქარის და დაცინვის ენა. თუ რეალურია მათი ზრახვები, იციან ჩვენი პირობები, ტელეფონიც იციან და ჩვენ არასდროს საუბარზე უარი არ გვითქვამს,” – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მსგავსი თემები