,,დაანებონ კეკლუცობას თავი… წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს” – ოდიშარია მოსამართლეებზე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შემდეგ, მოსამართლეებს, რომლებიც მზად არიან კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ, მმართველი გუნდის სხვა წევრებიც უპირისპირდებიან. “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია მათ ურჩევს, რომ “კეკლუცობას თავი დაანებონ.”

,,ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი. იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან შეიძლება მგელმა შეჭამოს. იმიტომ, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები და ხომ იცით როგორც ხდება? ის ადამიანები ხმაურობენ, როგორც წესი, და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შეიძლება ქუდი ეწვოდეთ. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა,” – ამბობს ოდიშარია.

მსგავსი თემები