პეტერბურგში, საარჩევნო უბანზე ცეცხლი გაჩნდა

პეტერბურგში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, უბანზე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დღეს სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღეა. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს.

რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.

მსგავსი თემები