ავარია ხაშურში – დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი

ხაშურის მუნიციპალიტერის სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც „რადიო მოზაიკა“ წერს, 37 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხაშურის ,,ევექსის” კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა. მოგვიანებით, ოჯახმა იგი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები