ФСБ-მ კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც ადასტურებს, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია – მიხეილ სააკაშვილი

რუსულმა ,,ეფესბემ” შაქრო კალაშოვთან ერთად, პატიმრობიდან გაათავისუფლა კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი კუბლაშვილი, რაც მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით, ადასტურებს იმას, რომ კრიმინალების დავალება საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

,,რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და “შავების” აქამდე არნახულ მობილიზებას.

ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია შავ სამყაროს? – ამომრჩევლის მასობრივი გამოცხადების, ამიტომ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები