უკრაინაში ომის შედეგი გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება – ბორელი

უკრაინისათვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის უზრუნველყოფა გადაუდებელია, რადგან უკრაინაში ომის შედეგი გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ. უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი და სწრაფად. სწორედ ამიტომ ვზრდით თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობებს და ეს ასევე ეხება აშშ-ს”, – აღნიშნა ბორელმა.

,,მომდევნო თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ელოდება რუსეთის მთავარ შეტევას ამ ზაფხულს და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის არჩევნების შედეგებს”, – დასძინა მან.

მსგავსი თემები