რას ამბობს ანსამბლ ,,ფესვების” ხელმძღვანელი, რომელსაც პრეზიდენტის ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გზიდან გააბრუნეს

ანსამბლ ,,ფესვების” ხელმძღვანელი, ბადრი დარჩიძე ადასტურებს, რომ გუშინ, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელად გზიდან გააბრუნეს. მიზეზად პროცედურული საკითხები დაუსახელეს და უთხრეს, რომ კულტურის ცენტრში წერილი ,,სათანადოდ” არ ყოფილა შესული.

,,მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დაბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან, ხომ იყო მიწვევა, სიტყვიერიაო და სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო. რეალურად მიმართული გქონდათ კულტურის ცენტრისთვის კი, ერთი კვირის წინ… შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა. როცა წამოვედი მერე თქვეს, რომ არ მოსულაო და, ეჭვები, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი”, – ამბობს დარჩიძე.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია თავად პრეზიდენტმა გაავრცელა.

მსგავსი თემები