,,შოკირებული ვარ და უმძიმესი განცდით ვუყურებ ამ ვიდეოს” – ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

,,რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის”, – ასე ეხმაურება პარტია ,,ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს.

,,შოკირებული ვარ და უმძიმესი განცდით ვუყურებ ამ ვიდეოს. რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის. წლები ყავდათ ციხეში ყალბი საქმით და ჯანმრთელობაც გაუნადგურეს!

გიორგიმ უნდა გაუძლოს და დადგეს ფეხზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ამით საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტი სისტემა! აუცილებლად ასე იქნება, მჯერა!”, – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები