,,მივმართავ თავდაცვის სამინისტროს – მომაწოდონ ინფორმაცია, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა კონტრაქტი ხიდაშელთან და გაიარა თუ არა მან უსაფრთხოების შემოწმება”- სალომე სამადაშვილი

,,მივმართავ თავდაცვის სამინისტროს. მომაწოდონ ინფორმაცია, როდის და რამდენი ხნით გაფორმდა კონტრაქტი ხიდაშელთან და გაიარა თუ არა მან უსაფრთხოების შემოწმება, – ასე ეხმაურება ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი სალომე სამადაშვილი ,,მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კრემლის მეგობარი დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის პოსტზე, წლების განმავლობაში მუშაობდა.

,,მსურს, საზოგადოებას შევახსენო ვინ არის დავით ხიდაშელი. ეს არის ადამიანი, რომლის ბიზნესი იყო პირდაპირ ჩართული სირიისთვის შეიარაღების მომარაგებაში და მისი ბიზნესპარტნიორი, ბატონი ევტუშენკოვი იქნა სანქცირებული არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ რუსეთის დრონებით აღჭურვაში მონაწილეობის მისაღებად. აი ამ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ჯუანშერ ბურჭულაძემ კონტრაქტი იმაზე, რომ ის ყოფილიყო გაფორმებული, როგორც სამინისტროს ოფიციალური მრჩეველი.

აქ ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, მე დღეს ოფიციალური მოთხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს, ვსარგებლობ რა ჩემი უფლებამოსილებით, როგორც პარლამენტის წევრი.

მოვითხოვ, მომაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულად რამდენიმე საკითხზე – პირველი, მაინტერესებს როდის და რამდენი ხნით გაფორმდა ხიდაშელთან თანამშრომლობაზე კონტრაქტი და მაინტერესებს, გაიარა თუ არა მან უსაფრთხოების შემოწმება, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს მსგავს თანამდებობაზე დასაქმებულმა ნებისმიერმა პირმა. თუ გაიარა უსაფრთხოების შემოწმება, მე მაინტერესებს, გადმომიგზავნონ ასევე უსაფრთხოების შემოწმების დასკვნა. მაინტერესებს, ვნახო, ვინ მოაწერა ხელი საბუთს, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოა ქართული სახელმწიფოსთვის, რომ ბატონი ხიდაშელი დასაქმებულიყო ქვეყნის თავდაცვის უწყებაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილი.

მსგავსი თემები