რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, რომელიც 3 დღეს (15-17 მარტს) გაგრძელდება. რეგისტრირებულია სულ 4 კანდიდატი, მათ შორის – მოქმედი პრეზიდენტი.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ.

საარჩევნო კომისიის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ – 1 890 863. რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.

შეგახსენებთ,, რომ პუტინი მეხუთე ვადით გახდება რუსეთის პრეზიდენტი. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, დასავლეთს მოუწოდებს, არ აღიაროს პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

მსგავსი თემები