ლიეტუვა EU-ს რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს

ლიეტუვას სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვს. რეზოლუციას მხარი სეიმის 107-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

სეიმი ევროკომისიას სთხოვს უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტურად და ერთნაირად გამოიყენოს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით.

რეზოლუცია ცალკე სთავაზობს განიხილოს ევროკავშირში რუსული და ბელარუსული წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა. არახელსაყრელი საბაზრო ფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შესთავაზეს გამოიყენოს ინტერვენციების სისტემა უკრაინაში ჭარბი მარცვლეულის შესაძენად.

არსებული ინფორმაციით, ევროკომისია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვის შესახებ.

მსგავსი თემები