დანია, 2026 წლიდან, სამხედრო სამსახურში ქალებსაც გაიწვევს

ისტორიაში პირველად, დანია სამხედრო სამსახურში ქალებსაც გაიწვევს. ქვეყანა სამხედრო სამსახურის სტანდარტული დროის გაზრდასაც აპირებს. მას ასევე სურს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში NATO-ს მიზნების მისაღწევად, თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით გაზარდოს.

თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ ,,უფრო ძლიერმა გაწვევამ, მათ შორის სრულმა გენდერულმა თანასწორობამ, ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის გამოწვევების გადაჭრას, ეროვნულ მობილიზაციას და შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას”.

შეგახსენებთ, რომ დანია ნორვეგიისა და შვედეთის შემდეგ, მესამე ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც სამხედრო სამსახურში ქალებს გაიწვევენ.

მსგავსი თემები