,,თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება” – მაკრონი

,,თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ,,არასდროს გადავა შეტევაზე”, რადგან ის ,,არასდროს იღებს ინიციატივას”.

,,როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეეძლებათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში?” – კითხულობს მაკრონი.

მისივე თქმით, დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, დასავლეთი სუსტი არ უნდა იყოს: “შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევხედოთ სიტუაციას და მტკიცედ, ნებით, გამბედაობით უნდა ვთქვათ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რითიც მიზნებს მივაღწევთ – ეს არის ის, რომ რუსეთი მარცხდება”.

მსგავსი თემები