ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოდესაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის მაშველი და მედპერსონალი, რომლებიც პირველი აფეთქების დროს მოქალაქეების დასახმარებლად ადგილზე მივიდნენ.

უკრაინული მხარის ცნობით, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის 7 მაშველია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მსგავსი თემები