დააკავეს დედა, რომელმაც შვილი აბაზანაში დაახრჩო, ბავშვის სხეული ზურგჩანთაში ჩადო და ნაგავში გადააგდო

აშშ-ში, მინესოტას შტატში, დედამ ბავშვი აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ კი ფოტო გადაუღო. 20 წელის ესპერანსას მეორე ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

დედამ თქვა, რომ ბავშვი 5 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა და იქ გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ბავშვის იქ ყოფნის ჩანაწერი არ ყოფილა.

პოლიციის გამოკითხვის შედეგად, დედამ საბოლოოდ აღიარა, რომ დაახრჩო შვილი. დახრჩობის შემდეგ, მან სავარაუდოდ, ბავშვის სხეული ზურგჩანთაში ჩადო და ნაგავში გადააგდო.

ქალმა თქვა, რომ ბავშვი დაახრჩო, რადგან ის ხვდებოდა მამაკაცს, რომელსაც არ მოსწონდა ბიჭი და სურდა, რომ სხვა ბავშვი აეყვანათ შვილად.

ბიჭის ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი.

მსგავსი თემები