იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 29 წლის ქართველმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამო მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და პოლიციას ჩააბარა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველს ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც შემდეგ გასაძარცვ მაღაზიებს იღებდა. ის, ასევე, ეჭვმიტანილია იმავე სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ ჩადენილ ქურდობაზეც.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ქართველს შესაძლო თანამზრახველები ჰყავდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები