,,მსურს, მივულოცო პუტინს არჩევნებში გამარჯვება… არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი,” – წერს მიშელი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს.

რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.

მსგავსი თემები