პროტესტი “Yandex”-ის წინააღმდეგ – მძღოლები გაუსაძლის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ

ტაქსის მძღოლების პროტესტი – ადამიანები, ვისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყარო მგზავრების ტრანსპორტირებიდან მიღებული ფულია, გაუსაძლის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ.

საწვავის რეკორდულად გაძვირება პირდაპირ მათ ჯიბეებზე აისახა. ბენზინზე ფასის მომატების გამო, მგზავრობის ღირებულებაც გაძვირდა, რამაც მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა. მძღოლები პრაქტიკულად იძულებულები ხდებიან, მანქანები გააჩერონ და მუშაობაზე უარი თქვან. მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” შეხვდნენ. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, საწვავის ფასმა ბოლო დროის ყველა ანტირეკორდი მოხსნა.

მსგავსი თემები