ნავალნის გარემოცვის წევრს ვილნიუსში თავს დაესხნენ

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ჩაქუჩით შეიარაღებული პირი ვილნიუსში დაესხა თავს. ვოლკოვს ხელი აქვს მოტეხილი. თავდასხმა 12 მარტის საღამოს, ვოლკოვის სახლთან მოხდა.

,,ფეხში 15-ჯერ დამარტყა. სიარულის დროს მტკივა, მაგრამ ამბობენ, რომ მოტეხილობა არ არის, ხელი მოტეხილია…ეს იყო ტიპიური განგსტერული მისალმება პუტინისგან, განგსტერული პეტერბურგიდან“. – აცხადებს ვოლკოვი.

მომხდარს ლიეტუვის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს.

მსგავსი თემები