სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე – დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, არიან დაშავებულებიც

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულმას ინფორმაციით, რუსების გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

დაიღუპა 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში იყო გადაყვანილი. ვილკულის ცნობით, საავადმყოფოში რჩება 6 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ორი ბავშვია.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით რუსებმა კრივი-რიჰში ცხრასართულიან კორპუსი და ხუთსართულიანი შენობა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვი იყო.

მსგავსი თემები