აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა – უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო

შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. ,,რადიო თავისუფლების” ცნობით, უარის მიზეზის დასადგენად საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის მუხლს დაეყრდნო.

მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

მსგავსი თემები