ნაფიცმა მსაჯულებმა, სასტიკად მოკლული როინ შავაძის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია.

პატიმრობა მიუსაჯეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეს – ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის. ყოფილი სპეცრაზმელ მამუკა ბერიძე კი მსჯავრდადებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის.

მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

მსგავსი თემები