ბოლო 1 თვეში, ,,სარფისა” და ,,სადახლოს” საბაჟოებზე 25 873 ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

მებაჟე ოფიცრებმა ბოლო ერთ თვეში, “სარფისა” და “სადახლოს” საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 219,39 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

,,არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა”, – აცხადებს სამინისტრო.

მსგავსი თემები