დრონით თავდასხმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე – ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

რიაზანში ნავთობის ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. ინფორმაციას რიაზანის რეგიონის გუბერნატორი პაველ მალკოვიც ადასტურებს.

,,რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები”, – წერს ის.

სამთავრობო სააგენტო TASS ამბობს, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ორი ადამიანი საშუალო სიმძიმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები