ასლან ბჟანიას ,,კორტეჟი” ავარიაში მოყვა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ,,კორტეჟი” ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის არ დაშავებულა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ არის საპრეზიდენტო ავტოკოლონისთვის და მისი დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზიდან, პრეზიდენტის კორტეჟის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა ერთადერთ მანქანასთან შეჯახება, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებული მანქანა “აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს” შენობის წინ გვიან საღამომდე იდგა.

მსგავსი თემები