რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას – პუტინი

რუსეთი მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ზიანი ადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი კისელევთან “როსია 1″-ისთვის და RIA Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

,,იარაღი არსებობს იმისთვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსული სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ჩვენთვის ყველაფერი გაწერილია ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია”, – თქვა პუტინმა.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთის ბირთვული ტრიადა უფრო თანამედროვეა, ვიდრე სხვა ქვეყნების.

მსგავსი თემები