,,რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება” – გია ვოლსკი

,,რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება,” – ასე ეხმაურება ,,ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვიდან მიღებული დირექტივების გამო არ ათავისუფლებს.

,,რუსეთმა რა უნდა გითხრას ამ შემთხვევაში, არ მისცე უკრაინასო. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ეს სურვილი, რომ უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში პარტიაში მიემართება და არათუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ იმისთვის, რომ უკრაინის საზღვარი დაარღვია. რა გაცვლაზეა საუბარი, რა სისულელეებს მიედ-მოედება და მეორე, დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ თავისთან უნდა ეძებოს”, – ამბობს ვოლსკი.

მსგავსი თემები