გორში, დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, 19 წლის ბიჭი დააკავეს

გორის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ,,მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა, დედამ კი პოლიცია გამოიძახა.

,,იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს”, – ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

მსგავსი თემები