თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იქნება. არჩევნები გუშინ, 12 მარტს გაიმართა. ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.

,,რეგისტრირებულმა კანდიდატმა – გიორგი ვაჩნაძემ აკადემიური საბჭოს წინაშე წარადგინა კონსერვატორიის განვითარების გეგმა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე”, – ნათქვამია კონსერვატორიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს წულუკიანმა თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა “ვერ ასრულებს ფუნქციას” .

მინისტრის დადგენილების გაუქმებაზე კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა, თუმცა კონსერვატორიის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

მსგავსი თემები