ჭკვიანი, ელექტრო, უპილოტო ბულდოზერები და სამშენებლო ტექნიკა ჩინეთიდან – ვიდეორეპორტაჟი

3D დახმარების კონტროლი, დისტანციური კონტროლი, უპილოტო წამყვანი, „სმარტი“ მართვის სისტემა,  ინტელექტუალური სამრეწველო ურთიერთდაკავშირების ტექნიკა – ეს ყველაფერი ჩინეთში, ინდუქსტიულ ქალაქ ლიუჟოუში ხდება. სწორედ აქ მდებარეობს ქარხანა, სადაც უამრავი სახეობის სამშენებლო ტრანსპორტი იწყობა.

ის არის  რეგიონალური ცენტრი და სატრანსპორტო კერა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ინდუსტრია.

ლიუჟოუ ცნობილი ინდუსტრიული ქალაქია, სადაც საავტომობილო ინდუსტრია პირველი საყრდენია. ლიუჟოუ არის ერთადერთი პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, სრული დიაპაზონის მანქანების მწარმოებელი საწარმოებით.

მეტალურგიული მრეწველობის თვალსაზრისით, Liuzhou Steel Group არის უმსხვილესი რკინისა და ფოლადის კომპანია ჩინეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთში და შედის ჩინურ 500 საუკეთესო საწარმოს შორის.

მანქანების წარმოების თვალსაზრისით, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ 50 საინჟინრო ტექნიკის საწარმო, LiuGong Machinery მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გლობალურ ბაზარს მტვირთავების წარმოებასა და გაყიდვებში.

აქ ძირითადად იყენებენ 5G დისტანციური მართვის ტექნოლოგიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ბულდოზერს თუ სხვა სამშენებლო მანქანას უპილოტოდ შეუძლია სამუშაო შეასრულოს ერთ ქალაქში და ის ამერთებოდეს სხვა კონტინენტიდან კომპიუტერულად.

მისი ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური დატვირთვა

აქ ძირითადად აწარმოებენ: ელექტრო ექსკავატორებს, ელექტრო ბორბლიანს მტვირთავებს, ინტელექტუალურ ექსკავატორებს, სატვირთო მანქანებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ტყის დანადგარებსა და სხვა კომპონენტებს.

მართალია, ყველას გაინტერესებთ ფასები, თუმცა, არაფრით არ მითხრეს იქიდან გამომდინარე, რომ ფასი დამოკიდებულია ტრანსპირტის ტიპზე და სხვა მახასიათებლებზე.

 

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები