,,თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, ყველაფერი გააკეთა” – კახა კალაძე გვარამიაზე

,,მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია სავარაუდოდ პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა.

„მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ მოიხსენიებდა მას? გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც ისეთი რამეები იკადრა, ისეთებს გვაბრალებდა, პირადად მე, ჩემს ოჯახს; გვახსოვს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო, რას კადრულობდა ეს ადამიანი? ყველა, ვინც დღეს წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული
ადამიანები”, – აღნიშნა კალაძემ.

 

მსგავსი თემები