რუსთავის ბაზრობის ტერიტორიაზე სროლა იყო – არიან დაჭრილები და გარდაცვლილები

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია რამდენიმე ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები