,,უკრაინაში ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში და Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში დასძინა, რომ ის განიხილავს მოლაპარაკებებს, თუ აშშ შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.

„არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა :

უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა”, – თქვა პუტინმა.

მსგავსი თემები