,,მოკლულებს შორის, არის ტაქსის მძღოლი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა” – რუსთავში მომხადარი მკვლელობის ახალი დეტალები

რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

,,უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით”, – ამბობენ თვითმხილველები.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკ­ლულ 4 ადა­მი­ანს შო­რის არის ტაქ­სის მძღოლიც, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან არ წაიყვანა.

ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, ბრალდებულს ბიძასგან ხორცი უნდოდა ნისიად. უარის შემდეგ გახსნა ცეცხლი და ბაზარში მოკლა სამი ადამიანი. შემდეგ ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.

მსგავსი თემები