ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

ზელენსკიმ უკრაინის ჯარების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენი გადასცა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში ვკითხულობთ, გმირის წოდება ზალუჟნიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიიღო.

ამას გარდა, გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვსაც – უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის. ასევე, უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის.

მსგავსი თემები