,,არ გამოგივათ, ვერ მოგართვით, ცივი წყალი დალიეთ” – სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაზე

,,არ გამოგივათ, ვერ მოგართვით, ცივი წყალი დალიეთ”. ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ ხმების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე “ქართულმა ოცნებამ” უკვე “მოიპარა”. სწორედ ამ ხმებით შეეცდება ოცნება ხმების მარტივად მიღებას, თუმცა, ამ გაყალბების თავიდან ასარიდებლად, მიხეილ სააკაშვილი აანონებს, ხმების მცველის სკოლის შექმნას, რის ფარგლებშიც მოქალაქეები გადამზადდებიან და სიების შედარება მოხდება.

,,მე ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას, ეს სკოლა ამოქმედდება ერთ თვეში, თვე ნახევარში, გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სქემების ამოცნობას და აღკვეთას და მსოფლიოს შევატყობინებთ. წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხმა მოპარული წინასწარ გაგაგდებინოთ ხელიდან. თქვენ  მოიპარეთ ბიუჯეტი, მოიპარეთ საქართველოს ხალხის იმედი და გინდათ მოიპაროთ არჩევნები და საბოლოოდ ჩაასამაროთ და მოსპოთ ეს ქვეყანა, არ გამოგივათ, ვერ მოგართვით, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები