„ლელოს“ ფუნქცია არის პოლიტიკური ლეღვის ფოთლობა“ – არჩილ თალაკვაძე

საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სხდომა გრძელდება, სადაც პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის შემდეგ, ოპოზიციას „ლეღვის ფოთოლი“ არჩილ თალაკვაძემ უწოდა.

„ლელო საბოტაჟს უცხადებს რეკომენდაციებზე მუშაობს და პაპუაშვილის მიერ შექმნილ ფორმატში არ ჩაერთო და „ნაცმოძრაობაზე“ უფრო მეტი „ნაცმოძრაობა“ გამოდგა ისეთი განცხადება გააკეთე. მართლა ვეთანხმები ბატონ მდინარაძეს. თქვენი მოქმედებით დაადასტურეთ, რომ ლელოს ფუნქცია არის პირდაპირი პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია, რომ აეფაროთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და შეასრულოს სიტუაციური როლი, რომელსაც დღეს ითავსებს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები