,,ზურაბიშვილის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში” – მიხეილ სააკაშვილი

,,ზურაბიშვილის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედიდან” საქალაქო სასამართლოზე ჩართვისას საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება.

,,მე მინდა მივესალმო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას.  ერთადერთი, ჩემი აზრი არის ის, რომ ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალოდ ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებისაც, მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშავოთ კონკრეტული რაღაცები”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც მან არნიშნა, შენობაში ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე სიარულს.

,,არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისადმი ჭკუის დარიგებას. უბრალოდ, გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში. თავისუფლების მოედანი დაპატარავდა და სპეციალურად სივრცე შეამცირეს, იპოდრომი, სადაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი, რომლის გავსებაც შეგვიძლია, შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია და თუ ქალბატონი სალომე აიღებს ასეთ ინიციატივას, მხარს დავუჭერ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები