სარფში თურქეთის მოქალაქე დიდი ოდენობით “კოკაინის” შემოტანას ცდილობდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, თურქეთის მოქალაქე 100,22 გრამი “კოკაინის” შემოტანას ცდილობდა.

,,სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. აღნიშნული მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 100,22 გრამი “კოკაინი” აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები